Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3100 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3100 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3092 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 21 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3056 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0414 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.