ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, სწორად უნდა იყოს გამოყენებული.
„ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად და რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, იმისთვის, რომ მე, თქვენ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები სწორად იყოს გამოყენებული. მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მემაყება ის, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ძალიან მაგარია ქვეყნისთვის“ , - განაცხადა კალაძემ.