Reuters-ის ცნობით, იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ავიაკომპანია Ryanair 4,2 მილიონი ევროთი (5,12 მილიონი დოლარით) დააჯარიმა. მარეგულირებელ უწყებაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიამ მომხმარებლებს არ დაუბრუნა ბილეთების თანხა იმ რეისებზე, რომლებიც 2020 წლის ივნისის შემდეგ COVID-19-ის საგანგებო სიტუაციის გამო გაუქმდა.
„ირლანდიურმა ავიაკომპანიამ დიდი უსამართლობა ჩაიდინა, როცა პანდემიის მომიზეზებით დაგეგმილი ფრენები გააუქმა და ბილეთების საფასურის დაბრუნების ნაცვლად, მგზავრებს ვაუჩერები დაურიგა,“ - ნათქვამია იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახურის განცხადებაში.
გასულ დღეებში იტალიის მარეგულირებელმა ბრიტანული ავიაკომპანია EasyJet 2.8 მილიონი ევროთი, ხოლო ესპანური Volotea 1.4 მილიონი ევროთი იმავე მიზეზით დააჯარიმა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ