ევროპის უმსხვილესი ბანკი HSBC კრიპტოვალუტის სავაჭრო დაფის გახსნას არ აპირებს და ციფრულ მონეტებს არც ინვესტიციების სახით შესთავაზებს თავის კლიენტებს. ამის შესახებ Reuters-ს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნოელ ქვინმა განუცხადა. მისი თქმით, კრიპტოვალუტა მეტად არასტაბილური და გამჭვირვალობას მოკლებულია.
ბანკის პოზიცია განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და ცნობილი კრიპტოვალუტა ბიტკოინი წლიური მაქსიმუმიდან თითქმის 50%-ით დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩინეთმა მის მოპოვებაზე ზომები გაამკაცრა, ხოლო მილიარდერმა ილონ მასკმა ბიტკოინის გამოყენებაზე უარი განაცხადა. ამასთან, HSBC ამ საკითხში თავის კონკურენტ ბანკებს ეწინააღმდეგება, როგორიცაა, მაგალითად, Goldman Sachs. ამ ბანკმა მარტში კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა გადატვირთა ანუ ხელახლა ჩაუშვა.
„არასტაბილურობის გამო ჩვენ ბიტკოინს აქტივების კლასში არ განვიხილავთ. ჩვენს კლიენტებს ვაჭრობას არ ვუშლით, თუმცა აქტივების მართვის ბიზნესში ბიტკოინს, როგორც აქტივების კლასს ხელს არ შევუწყობთ,“ - აცხადებს ქვინი.
მისი თქმით, ბანკი ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არც „სტეიბლკოინის“ მიმართ იღებს, რაშიც ციფრული ვალუტა იგულისხმა, რომელსაც სურს კრიპტოვალუტისთვის ტიპიური არასტაბილურობა თავიდან აიცილოს. ამას ციფრული ვალუტა თავისი ღირებულების დოლართან დაკავშირებით ცდილობს.
აპრილში HSBC-მა აქციების შეყიდვის საკუთარ ონლაინ-პლატფორმაზე თავის კლიენტებს MicroStrategy-ის აქციების შესყიდვა აუკრძალა, რადგან ამ კომპანიის უკან ბიტკოინები იდგა. ნოელ ქვინის თქმით, კრიპტოვალუტასთან მისი სკეპტიკური დამოკიდებულება განპირობებულია მათი მფლობელების გაუმჭვირვალობითა და ქაღალდის ფულში მათი მზა კონვერტაციის პრობლემებით.
„მე ბიტკოინს უფრო აქტივის კლასად განვიხილავ, ვიდრე გადახდის საშუალებად, რადგან იმდენად არამდგრადია, რომ კლიენტის ბალანსზე მისი შეფასება რთულია. რაც შეეხება ციფრულ ვალუტას, მას შემნახველი ღირებულების პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული სარეზერვო მხარდაჭერა აქვს. თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინაა სპონსორი ორგანიზაცია, როგორია რეზერვის სტრუქტურა და არის თუ არა ხელმისაწვდომი,“ - აცხადებს ქვინი.
HSBC, რომელიც აქტივების კლასად კრიპტოვალუტის შეთავაზების წინააღმდეგია, თავისი პოზიციით ევროპელი კონკურენტებისგან განსხვავდება. მაგალითად, თვის დასაწყისში მედია წერდა, რომ ბანკი UBS სწვლობს, თუ რა გზებით წარადგინოს კრიპტოვალუტა, როგორც საინვესტიციო პროდუქტი.
ბიტკოინის დღევანდელი სავაჭო ფასი 34 464 დოლარია, რაც 14 აპრილს დაფიქსირებული წლიური მაქსიმუმის, 64 895 დოლარის თითქმის 50%-ია. მისი ფასი სულ რაღაც 40 დღეში განახევრდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ