Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2975 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2975 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3088 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 24 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3126 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0473 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.