ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უწყების ცნობით, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და დამუშავება შესაძლებელი ელექტრონულად გახდება.
„იურიდიული დახმარების სამსახური სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სამართლებრივ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ელიაშვილმა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მეჟლუმიანმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.