კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.9 პროცენტით გაიზარდა - სებ-ი

2021 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ინფორმაციით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 513.28 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.08 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი მაისისათვის 58.67 მლრდ ლარი შეადგინა.

„საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.92 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/ assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.