მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია 26 მაისიდან მუშაობას აახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოგზაურობის მოყვარულებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია მოინახულონ.
„სათაფლიაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა, რომელიც მარტივი საფეხმავლოა და ბუნებაში განტვირთვის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ისიამოვნონ დინოზავრების პარკის, მუზეუმის, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობისა და შუშის პანორამული გადმოსახედის ხილვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვიზიტორთა მიღება დროებით შეჩერებულია სათაფლიას მღვიმეში, თუმცა სულ მალე აღდგება. ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპ-ლაინი განახლდა, რომლის სიგრძე 700 მეტრამდეა და ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.
სამუშაო საათები:
საყურადღებოა, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა დასაშვებია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი.
მოგზაურთათვის რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების შეძენა დისტანციურად, ვებგვერდის https://guru.ge/ საშუალებით,“- ნათქვამია ინფორმაციაში.