პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, უფასო გახდეს - რა შედეგი გამოიღო პროგრამამ საფრანგეთის სხვა ქალაქებში

საფრანგეთის ხელისუფლება რამდენიმე ქალაქში უკვე დიდი ხანია უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას ტესტავს. ცნობილი ხდება, რომ ახალი გადაწყვეტილების თანახმად, საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს, პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახადოს.

ამ ეტაპისთვის აღნიშნული პრივილეგიით 30-მდე ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს.

მაგალითად, ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქი დიუნკერკი, 2018 წლიდან, 200 ათასზე მეტ ადგილობრივს 18 ავტობუსის ხაზზე უფასოდ ემსახურება. მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურს ასევე არ იხდის ობანისა და კოლომბიეს მოსახლეობა. სტრასბურგი პროექტს სექტემბრიდან შეუერთდება.

2020 წელს, პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასო იყო.

“ამ პოლიტიკამ განაახლა ყოფილი ინდუსტრიული პორტი და ხელი შეუწყო ნახშირბადის ემისიის შემცირებას“, - ნათქვამია ქალაქის მიერ დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც თავისუფალი სატრანსპორტო ქალაქების დამოუკიდებელმა ობსერვატორიამ ჩაატარა.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ბიზნესის გადასახადის მცირე ზრდით დაფინანსდა, მგზავრების რაოდენობა კვირის განმავლობაში 60%-ით გაიზარდა, შაბათ-კვირას კი გაორმაგდა და ერთ დღეში თითქმის 50,000 მოგზაურობა დაფიქსირდა. ახალი მომხმარებლების 48% ამბობს, რომ საკუთარი ავტომობილების სანაცვლოდ, ისინი საზოგადოებრივ ტრანსპორტს რეგულარულად იყენებენ.

უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის პროექტის დაფინანსება ადგილობრივი ბიზნესის გადასახადის ზრდის ხარჯზე იგეგმება. პროექტი კი ქალაქის ეკოლოგიურ გაჯასაღებას ემსახურება, შედეგები კი მართლაც შთამბეჭდავია.

თეონა რამაზაშვილი