საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 682 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 39 697 ტესტი ჩატარდა.