საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს

მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საქართველოს ეკონომიკისთვის წარუმატებელი გამოდგა.მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტში ქვეყნის ეკონომიკა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით გაიზარდა, პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. საქართველოს მთავრობა კი წელს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს სომხეთი მთავრობა ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას მოელის.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის ეკონომიკა საშუალოდ 1.3%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნავთობპროდუქტების წილმა ეკონომიკურ ზრდაში 6.4%-ით მოიმატა, რისი მთავარი მიზეზიც სანავთობო ბაზარზე სიტუაციის სტაბილურობაა.

რაც შეეხება რუსეთს, მიმდინარე წლის 3 თვეში რუსეთის ეკონომიკა საშუალოდ 1.4%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს ეკონომიკის დადებითი ზრდა მხოლოდ მარტში დაუფიქსირდა, კერძოდ, 0.5%. ბოლოს რუსეთს დადებითი ზრდა გასული წლის მარტში ჰქონდა.

მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე კარგი მდგომარეობა თურქეთშია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მათი ეკონომიკა არა თუ შემცირდა, არამედ 1.7%-ით გაიზარდა. წელს ვარაუდობენ, რომ თურქეთის ეკონომიკური ზრდა 5% იქნება.

ნოდარ სირბილაძე