თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ44 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.