კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინფორმაციით, ბორჯომის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. მათივე ცნობით, ბორჯომის N1 ქარხნის ახალი დირექტორი მერაბ ახმეტელი, გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა და რიგი სიახლეები გააცნო, რომელსაც კომპანია მათ სთავაზობს.
„ახალი დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაო პროცესის აღდგენა ქარხანაში ხვალიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ შექმნილი ვითარების გამო მიიღო",-აღნიშნავენ კომპანიაში.