შვეიცარიის საგარეო უწყების მტკიცებით, Ryanair-ის თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ბელარუსისთვის არ გაუგზავნიათ

შვეიცარიის ხელისუფლებამ არაფერი იცოდა გასულ კვირაში Ryanair- ის თვითმფრინავში აფეთქების საფრთხის არსებობის შესახებ, - ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის პრესსპიკერმა პიერ-ალან ელშტინგერმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ასეთი შეტყობინება შვეიცარიის ხელისუფლებას ბელარუსის მთავრობისთვის არ გაუგზავნია “, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, ბელარუსმა შვეიცარიიდან მიიღო ელექტრონული წერილი, სადაც ეწერა, რომ Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბომბი იყო.