დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) საჯარო სხდომაზე შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს.
საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
პანდემიის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი რეგულაციების ფარგლებში, სემეკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხის მოსმენა, პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.
შეგახსენებთ, რომ გაზის არსებული სამომხმარებლო ტარიფი, რომელიც „თბილისი ენერჯის” აბონენტებისთვის 46.137 თეთრს შეადგენს, სემეკმა 2019 წლის დეკემბერში დაადგინა. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე არ უნდა შეცვლილიყო.