ერთი კვ.მ 1575 ლარიდან - სპეციალური შეთავაზება ბინებზე „მწვანე ალმასის“ კომპლექსში

საცურაო აუზი, დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები, სპორტული მოედნები, დახურული ხეივნები, კომერციული ობიექტები, უსაფრთხო გარემო - ეს თბილისში მდებარე კომპლექსის „მწვანე ალმასის“ უპირატესობების არასრული ჩამონათვალია.

პროექტს დეველოპერული კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ ახორციელებს და ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. „მწვანე ალმასის“ ერთი ნაწილი უკვე დასრულებულია და მას მობინადრეებიც ჰყავს, რომელთაც საშუალება აქვთ, ქალაქის აჩქარებული ტემპისგან გადაღლილები, სიმშვიდეში, კომფორტსა და მწვანე გარემოში განიტვირთონ. პროექტის უნიკალური ინფრასტრუქტურა გათვლილია წელიწადის 4-ვე სეზონზე. თუ ზამთარში შეგიძლიათ, ბილიკებზე ისეირნოთ და სკვერში განიტვირთოთ, ზაფხულში ამის საშუალებას აუზი მოგცემთ, რომელიც ყოველდღიურად სუფთავდება. ფერთა პალიტრა კი რაც კომპლექსში შესვლისთანავე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით.

„მწვანე ალმასის“ დაგეგმარება და დიზაინი თბილისის არქიტექტურაში ახალ სიტყვას წარმოადგენს, რადგან პროექტი ორიენტირებულია მობინადრეებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და სრულფასოვნად ცხოვრებისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. გარდა ამისა, „მწვანე ალმასის“ ბინებს გამოარჩევს კონკურენტული ფასიც - გარემონტებული ბინაში ერთ კვ.მ-ის ფასი 2255 ლარიდან, ხოლო შავი კარკასის მდგომარეობით ერთი კვ.მ-ი 1575 ლარიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ ფასები ფიქსირებულია ეროვნულ ვალუტაში.

Smart Living - ასე ეწოდება პროექტის კონცეფციას და რას გულისხმობს ის და კონკრეტულად, რა სარგებელს იღებენ მისგან მობინადრეები, ამის შესახებ უფრო დეტალურად "მაქრო ქონსთრაქშენის" გაყიდვების განყოფილების უფროსს, სოფო წამალაშვილს ვესაუბრეთ:

რას გულისხმობს Smart Living და როგორ ცვლის ის პროექტის მობინადრეების ადრინდელ ცხოვრებას?

„მწვანე ალმასის“ კონცეფციის შემუშავებისას ბევრი ფაქტორი გავითვალისწინეთ. პროექტზე მომუშავე ჯგუფის ძირითადი ამოცანა იყო შეექმნა ისეთი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მაცხოვრებლებს ქალაქის ხმაურიანი რიტმისგან მოშორებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ერთ სივრცეში შესთავაზებდა ცხოვრებისათვის აუცილებელ ყველა პირობას. ამის გათალისწინებით შეიქმნა კონცეფცია, - Smart Living.

mwvanealmasiiii-1622096655.jpg

Smart Living - „მაქრო ჯგუფის“ მიერ შემუშავებული კონცეფციაა, რომელიც თავისი არსით ცხოვრების ყველა ასპექტში გაუმჯობესებულ სტანდარტებს მოიცავს, იქნება ეს სახლი, სამუშაო ადგილი თუ სოციალური გარემო. მომხმარებელთათვის სრული, კომპლექსური სერვისის მიწოდება, მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტის დანერგვა და ბაზარზე წამყვანი კომპანიის ნიშის დაკავება - ,,მაქრო ჯგუფის” ძირითადი ამოცანებია.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნა კომპლექსი „მწვანე ალმასი“ - საცხოვრებელი ბინები, ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, საცურაო აუზები, სპეციალური ადგილები სხვადასხვა სპორტული აქტივობისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ფართები - ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც სჭირდება მომხმარებელს მყუდრო და მშვიდ, ქალაქის ხმაურიანი რიტმისგან მოშორებულ ადგილას საცხოვრებლად. თანამედროვე კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - სწორედ ეს გახლავთ Smart Living კონცეფციის განხორციელება რეალურ ცხოვრებაში.

mwanealmasi12-1622096759.jpg

რა უკუკავშირი მიიღეთ კომპლექსის მცხოვრებლებისგან? რამდენად გრძნობენ ისინი საკუთარ თავზე Smart Living კონცეფციას?

Smart Living კონცეფციამ უდავოდ გაამართლა, ამის ნათელი დასტურია ის, რომ „მწვანე ალმასის“ მაცხოვრებლები თავადაც აქტიურად არიან ჩაბმულნი არა მხოლოდ კომპლექსის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მასზე ზრუნვაში, არამედ გარშემო არსებული ინფრასტრუქტურისა თუ ტერიტორიების მოვლა-მოწესრიგებაში. სწორედ მაცხოვრებლები გახდნენ კომპლექსის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტების ამოქმედების ინიციატორები იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც ადგილზე იყო. ასე ამოქმედდა მაგალითად აფთიაქი, სილამაზის სალონი, საცხობი, სასურსათო მაღაზიები და ა.შ. უახლოეს მომავალში იგეგმება კაფეს ამოქმედებაც, ერთი სიტყვით, კომპლექსი იზრდება და ვითარდება და ქმნის ერთიან სივრცეს, სადაც მაცხოვრებლებს ტერიტორიიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ ყველა მომსახურება.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ კომპლექსთან ახლოს მდებარეობს რეკრეაციული ზონა, - „დიღმის ჭალები“. ჩვენი კომპლექსის მაცხოვრებლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რეკრეაციულ ზონაში ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. ეწყობა არაერთი აქცია დასუფთავების თუ დიღმის ჭალების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც თავად მაცხოვრებლებს მოჰყავთ თავიანთი მეგობრები თუ ოჯახის წევრები ჩვენს კომპლექსში ბინების შესაძენად. რაც მთავარია, კომპანიას აქტიური კომუნიკაცია აქვს მაცხოვრებლებთან და ერთად ვცდილობთ უფრო უკეთესი გავხადოთ ჩვენი პროექტი და მის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა.

mwvanealmasi45-1622096812.jpg

რაც შეეხება მშენებლობის მესამე ეტაპს, რა სიახლეებს შესთავაზებს ის ახალ მობინადრეებს?

მიუხედავად პანდემიისა და სირთულეებისა, წინა ორი ეტაპის გამოცდილების გაზიარებით დავიწყეთ მესამე ეტაპის მშენებლობა, რომელიც 11 საცხოვრებელი ბლოკს ითვალისწინებს. ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავაც კომპლექსის საერთო კონცეფციის შესაბამისად, გამწვანებას დაეთმობა. იქნება დამატებით კიდევ ერთი საცურაო აუზი, სარბენი თუ სასეირნო ბილიკები, საბავშვო სივრცეები, სავარჯიშო ზონა, ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც ასე განასხვავებს „მწვანე ალმასს“ ბაზარზე არსებული სხვა საცხოვრებელი კომპლექსებისაგან.

სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აქ. ბინებისა და გადახდის პირობების მისაღებად კი შეგიძლიათ, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია დაგვიტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

sheavseee-1622096866.jpg

აღსანიშნავია, რომ „მწვანე ალმასის“ მშენებელი კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მაქრო ჯგუფის“ ერთ-ერთი მიმართულების მამოძრავებელია. „მაქრო ჯგუფმა” საქართველოში ინვესტიციების განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო და არსებობის 8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ათზე მეტი პროექტი განახორციელა, რომელში ჩადებული ჯამური საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. კომპანიას დიდი გეგმები აქვს როგორც დეველოპმენტის, ასევე სხვა მიმართულებებითაც. ასე, მაგალითდ, 2022 წლის დასაწყისში თბილისს კიდევ ერთი მაღალი რანგის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, Swissotel Tbilisi Center შეემატება. პროექტი „მაქრო ჯგუფისა“ და საერთაშორისო ქსელის, - Accor Group-ის თანამშრომლობით ხორციელდება. Swissotel Tbilisi Accor ჯგუფისა და MAQRO ჯგუფის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მანამდე თბილისში ორი სასტუმრო - IBIS- Styles და Mercure Tbilisi Old Town გაიხსნა.

(R)