Bloomberg - მსოფლიოში ყოველდღიურად ვაქცინაცია 29.8 მილიონ ადამიანს უტარდება, გამოყენებულია ვაქცინების 1.74 მილიარდი დოზა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.74 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 29.8 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 546 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 289 მილიონი დოზით.

ევროკავშირში ვაქცინების 229 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 202 მილიონი. მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი მოქალაქე, სეიშელის კუნძულებზეა აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 64.2%-ს აქვს გაკეთებული. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.6% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 15.9%, აშშ-ში კი - 39.7%.