ონლაინ-გადახდების მსოფლიო სისტემა PayPal აპირებს კრიპტოვალუტების განაღდების ფუნქცია დაამატოს. ამის შესახებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე ფერნანდეს და პონტემ განაცხადა.
„კლიენტებს სურთ, ჩვენთან მოიტანონ საკუთარი კრიპტოვალუტა, მათი საყიდლებზე გამოსაყენებლად, ჩვენ კი გვსურს, მათ შეძლონ ჩვენგან ვალუტის მიღება და მისი გამოყენება სურვილისამებრ“ - ციტირებს PayPal-ის წარმომადგენელს პორტალი CoinDesk.
და პონტეს არ დაუკონკრეტებია, როდის გახდება ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი.
ცნობილია, რომ 2020 წლის ნოემბერში PayPal-მა უფლება მისცა ამერიკელ კლიენტებს, ოპერაციები შეესრულებინათ კრიპტოვალუტებით, ხოლო 2021 წლის მარტიდან ამერიკელ კლიენტებს კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორების განხორციელების ნება დართეს.