ჯეფ ბეზოსმა Amazon-იდან წასვლის თარიღი დაასახელა

ამერიკული კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა აქციონერების შეკრებაზე განაცხადა, რომ პოსტს 5 ივლისს დატოვებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გენერალური დირექტორის თანამდებობას დაიკავებს ენდი ჯესი, რომელიც ამჟამად კომპანიის ღრუბლოვან სერვისს Amazon Web Services-ს ხელმძღვანელობს. ბეზოსი კი კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება და კონცენტრირებული იქნება კომპანიის ახალ პროექტებსა და ინოვაციებზე.

ბეზოსი ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა, რომ კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს 2021 წლის ბოლომდე დატოვებდა, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ როდის მოხდებოდა ეს. ბიზნესმენმა, რომელიც ახლა 57 წლისაა, Amazon 1994 წელს დააფუძნა. მას შემდეგ ის გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მისი ქონება ამ მომენტისთვის შეადგენს 177 მილიარდ დოლარს.

კოკა კვირკველია