Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2580 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2580 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2625 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2993 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0420 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.