"თბილისი ენერჯის" მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირი დაახლოებით 8 თეთრით გაძვირდა

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს. შედეგად 1-ლი ივნისიდან თბილისში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46.138 თეთრის ნაცვლად 53.972 თეთრი ეღირება.

როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.

ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ლი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, "თბილისი ენერჯის" უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 თვის ვადაში გაასაჩივროს.