უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა, - მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ქსელის სისტემის ოპერატორის, Ukrenergo-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა.

უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.