27 და 28 მაისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება წელს ონლაინ რეჟიმში ტარდება და მასში 16 ქვეყნის 200-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული. ორი დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და KIU-ს აკადემიური პროგრამების შესახებ მიიღონ დეტალური ინფორმაცია.
განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე KIU-ს სივრცე უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გახსნა. ამავე დღეს, KIU-ს ინგლისურენოვანი სკოლების (მენეჯმენტი, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) ხელმძღვანელებმა, ნათია ზედგინიძემ და რამაზ ბოჭორიშვილმა საერთაშორისო პროგრამების შესახებ წარადგინეს დეტალური ინფორმაცია.
28 მაისს, 12 საათზე უნივერსიტეტის კანცლერი, მაგდა მაღრაძე და KIU-ს სტუდენტური სერვისების სამსახურის უფროსი, ვალერი გობრონიძე დაინტერესებულ პირებს გააცნობენ, თუ რას სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს (KIU).
KIU-ს საგამოფენო სივრცის პროგრამები წარდგენილია გამოფენის ვირტუალურ სივრცეში KIU @ Expo Georgia Edu Fair.
KIU-ს შეხვედრის ბმული „IEFG 2021“-ზე:
28 მაისი, 12 სთ - https://us02web.zoom.us/.../reg.../WN_923GK7suTsSIXOhIZEgCKw
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები. KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.