თბილისში Kiko-Milano-ს პირველი ოფიციალური მაღაზია 2021 წლის 29 მაისს ისთ ფოინთში გაიხსნება. უკვე შემდგომ კი ბრენდის მაღაზიები თბილისი მოლსა და საბურთალოს სითი მოლშიც გამოჩნდება. 29 მაისის გახსნასთან დაკავშირებით კი ორი დღის განმავლობაში მომხმარებლები სრულ კოლექციაზე ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Kiko-Milano-ს თბილისის მაღაზიებში 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.
Kiko-Milano-ს პროდუქცია 100%-ით დამზადებულია ევროპაში, პროდუქტის უდიდესი ნაწილი დამზადებულია იტალიაში უახლესი ტექნოლოგიისა და გამორჩეული შემოქმედებითი მიდგომის გამოყენებით. ბრენდი თავად განსაზღვრავს კოსმეტიკის უახლეს ტენდენციებს, ქმნის რა უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად. შესაბამისად, ეს ყველასთვის საყვარელი ბრენდია, მათ შორის პროფესიონალი მეიქ-აფ არტისტებისთვისაც მთელს მსოფლიოში.
KIKO Milano დაარსდა 1997 წელს სტეფანო პერკასისა და მისი მამის, ანტონიო პერკასის მიერ. მას შემდეგ ბრენდმა, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა კოსმეტიკის საცალო ვაჭრობის სფეროში. KIKO უსწრაფესად ახდენს მოდის ახალი ტენდენციების იდენტიფიცირებას და ხელმისაწვდომს ხდის მათ მსოფლიოს მრავალ ბაზარზე, ამ ეტაპზე ბრენდს 900-ზე მეტი მაღაზია აქვს 30 ქვეყანაში, სულ მალე მათ საქართველოში მდებარე ახალი მაღაზიებიც შეუერთდება.
KIKO Milano-ს საქართველოში ოპერირებას გაუწევს Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია, რომელიც იტალიური ბრენდის ოფიციალური ფრენჩაიზ პარტნიორია.