პაატა იმნაძე - კვლევებით ჩანს, რომ „სინოვაკის“ დაცვა მძიმე შეთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის დროს არის 84%-მდე, ხოლო სასიკვდილო გართულებებისგან - თითქმის 100%-მდე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „სინოვაკით“ აცრილებისთვის რევაქცინირება შესაძლებელია 21-ე და 28-ე დღეს. როგორც მან განმარტა, თავად ვაქცინის ინსტრუქციით, 2 კვირაში ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია.

„სინოვაკის“ ინსტრუქციით, 2 კვირაში შესაძლებელია რევაქცინაცია. 2 კვირიდან 28 დღემდე, თუმცა, რეკომენდირებულია 21-ე და 28-ე დღეს ისევე, როგორც „სინოფარმის“ შემთხვევაში“, - განაცხადა იმნაძემ.

მისი განმარტებით, კვლევებით დადგენილია, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია.

„ყველა კვლევის შედეგად ძალიან კარგად ჩანს, რომ „სინოვაკის“ დაცვა მძიმე შეთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის დროს არის 84%-მდე, ხოლო სასიკვდილო გართულებებისგან თითქმის 100%-მდე არის ამ ვაქცინის დაცვა. ეს არის მთავარი და ძირითადი ამ ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რომ თავიდან ავიცილოთ სასიკვდილო შედეგები, ჰოსპიტალიზაციის და რეანიმაციის საჭიროება“,-განაცხადა იმნაძემ.