კიბორჩხალა, პარფიუმერია და პიცა - კიდევ რა პროდუქტები იყიდება სავაჭრო აპარატებით

სავაჭრო მანქანების კულტურა საქართველოში დიდი ხანია დაფუძნდა და დღეს სასურველი წვენისა თუ ნუგბარის შეძენა ე.წ. ავტომატებში თითქმის ყველგან შეგვიძლია.

თუმცა ეს ასე ყოველთვის არ ყოფილა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, პატარა ავტომატური დანადგარების ხილვა, სადაც ხურდას ჩააგდებდით და სასურველ ნივთს მიიღებდით, მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებში იყო შესაძლებელი.

საინტერესოა, რა შეიცვალა ამ მხრივ გლობალურ ბაზარზე? შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა სავაჭრო დანადგარებში, ქუჩის თითქმის ყველა წერტილში დღეს დაუჯერებელი ნივთებისა და საკვების შეძენა არის შესაძლებელი. მაგალითად: ლობსტერი, კონსერვირებული პური, პარფიუმერია და ა.შ.

მაკიაჟი

Sephora– ს სავაჭრო მანქანები, რომლებიც აშშ-ს აეროპორტებში 2010 წელს გამოჩნდა, მოგზაურებს მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ სამგზავრო ზომებს, რაც შენაძენს უფრო კომფორტულს ხდის.

LEGO

LEGO სავაჭრო მანქანა გერმანიაში, მატარებლის სადგურზე დგას. კომპანიის განცხადებით ადგილმდებარეობა სპეციალურად შეარჩიეს. მშობელს შეუძლია მცირეწლოვანს სათამაშო ხანგრძლივი მგზავრობის წინ უყიდოს. LEGO სავაჭრო მანქანები ასევე შეგიძლიათ იხილოთ ტორონტოში და მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში.

კიბორჩხალები

ოდესმე გინახავთ ცოცხალი კიბორჩხალა სავაჭრო მანქანაში? ჩინეთში ეს შესაძლებელია. პატარა კიბორჩხალები პლასტმასის ჭურჭელში 5⁰C (41⁰F) ტემპერატურაზე ინახება და 1,50 – დან 7 დოლარამდე ღირს.

“პარიკები“ ძაღლებისთვის

იაპონიაში ძაღლების პარიკებსა და სხვადასხვა აქსესუარებს დიდ ყურადღებას აქცევენ. ძაღლებისთვის განკუთვნილი “პაკირები“ 24 საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი ტოკიოს ცალკეულ სავაჭრო აპარატებში.

პირბადე

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დიდ ბრიტანეთში, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა, ამ პროდუქციის გასაყიდი აპარატებიც გამოჩნდა. ამჟამად დიდ ბრიტანეთში 19 “Vendamask“ დგას. ღირებულება კი 8,90 აშშ დოლარია.

ოქრო

Gold to Go სავაჭრო მანქანებში ღილაკზე თითის დაჭერით ოქროს პატარა ზოდების შეძენა არის შესაძლებელი. მანქანა ოქროს ფასებს სასაქონლო ბაზრებზე რეალურ დროში აკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველს შეუძლია მონეტა ხელსაყრელ დროს შეიძინოს.

Gold to Go ხელმისაწვდომია აშშ-ში, ავსტრიაში, დუბაიში, აბუ დაბიში და პორტუგალიაში.

ძვირად ღირებული მანქანები

სინგაპურში მდებარე შენობა, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ბოლოს დასრულდა, არის გიგანტური სავაჭრო მანქანა, სადაც ძვირფასი ავტომობილებია განთავსებული. Autobahn Motor–ში განთავსებულია 60 ეგზოტიკური სუპერ მანქანა. სასურველი ავტომობილის არჩევა კი ავტომატიზირებული საძიებო სისტემით ხდება.

იტალიური პიცა

იტალიამ ცოტა ხნის წინ რომში პიცის სავაჭრო მანქანები განალაგა. Go Pizza ახლად გამომცხვარ პიცას სამ წუთში ამზადებს. თითოეულის ღირებულება 4,50 –6 ევრომდე მერყეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო მანქანამ აპრილის დასაწყისში თითქმის 900 პიცა გაყიდა.

კონსერვირებული პური

იაპონიაში სავაჭრო აპარატებში შეგიძლიათ თუნუქის ქილაში კონსერვირებული პური შეიძინოთ. თითოეული ქილის ფასი 4 დოლარია.

ლობსტერი

არსებობს რამდენიმე აპარატი, სადაც შეგიძლიათ ლობსტერისგან მომზადებული საკვები მიირთვათ. ასეთი აპარატი ჯერჯერობით მხოლოდ ლას- ვეგასში დგას და გავრცელებული ინფორმაციით, მოთხოვნა მასზე საკმაოდ დიდია.

თეონა რამაზაშვილი