საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 38 921 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 921 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 713 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 208 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1056 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 341 894-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.22%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 071 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 324 426-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 727 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე სულ აცრილია - 130037, დღიურად აცრილია - 4445, კარანტინის რეჟიმში - 51, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3937, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 675.