საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 727 პირი ემსხვერპლა, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 38 921 ტესტი ჩატარდა.