საქართველოს მოსახლეობის 21,3% ანუ 794 ათასზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

საქართველოში 794 ათასზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, მოსახლეობის 21,3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება. ეს კი 794 191 ადამიანია.

ამასთან, როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეთა წილი უფრო მაღალი სოფელშია. კერძოდ, სოფლად მოსახლეობის 27.5%, ხოლო ქალაქში - 17.1% იმყოფება სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით.

თაია არდოტელი