Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2760 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2825 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 27 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2635 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9824 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.