თეონა ჭალიძე, გენერალურ პროკურორს უფასო სასადილოების კორუფციულ საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფასო სასადილოების კორუფციულ საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მიმართავს.

თეონა ჭალიძე, 4 წლის წინ დაწყებული გამოძიების დასრულებას და შედეგების გასაჯაროებას ითხოვს.

„4 წელია, რაც ჩვენი მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უფასო სასადილოების კორუფციულ საქმეზე. ეს საქმეც, როგორც ბევრი სხვა, თაროზე შემოდეს და მტვერი დაედო. გენერალურ პროკურორს მტვრის გადასაწმენდად ტილო მოვუტანე, რომ ბოლო ბოლო იქნებ გავიგოთ, რა გამოიძიეს და სად წავიდა ის მილიონები, რომელიც ჩვენი დათვლით არამიზნობრივად დაიხარჯა. უფრო ზუსტად კი ყველაზე გაჭირვებული ხალხის ფულით ვიღაცეებმა ჯიბეები გაისქელეს“, - აცხადებს თეონა ჭალიძე.