ამერიკა, გერმანია, იტალია - ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ ოქროს ფლობენ

უკვე დიდი ხანია, რაც ოქრო მთავარ ფინანსურ აქტივად განიხილება და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს ისეთი ფინანსური კრიზისის დროს, როგორიც კორონავირუსის პანდემიამ შექმნა.

ძვირფასი ლითონი კვლავ ინახება მრავალ ცენტრალურ ბანკში, რადგან ის უზრუნველყოფს სტაბილურობას. საჭიროების შემთხვევაში, ის ფულადი სახსრებად გადაიქცევა. საინტერესოა, რომელი ქვეყანა ფლობს ყველაზე მეტ ოქროს მსოფლიოში?

1) აშშ - 8 133 ტონა

აშშ მსოფლიოში ყველაზე მეტ ოქროს ფლობს. 8 133 ტონა ოქრო თითქმის იგივეა, რაც გერმანიის და იტალიის ერთად აღებული სავალუტო ფონდის მოცულობა. ძვირფასი ლითონი აშშ-ის სპეციალურ საცავებში ინახება.

2) გერმანია: 3 362 ტონა

გერმანია მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაა, რომელიც 3 362 ტონა ოქროს ფლობს. იმის შიშით, რომ ცივი ომის დროს ოქრო საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ არ მოქცეულიყო, მარაგები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებშია გადანაწილებული, სადაც საგანგებოდ ინახება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია ოქროს ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი, ინგლისის ბანკი და საფრანგეთის ბანკი ინახავს.

3) საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2 814 ტონა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) არის 189 ქვეყნის ჯგუფი, რომლებიც გლობალური მონეტარული თანამშრომლობის ხელშესაწყობად მუშაობენ. იგი 1944 წელს დაარსდა. კორონავირუსის პანდემიის დროს ფონდმა მარაგის მცირე ნაწილი გაყიდა და ღარიბ ქვეყნებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარა.

4) იტალია: 2 451 ტონა

იტალიას საფრანგეთზე ოდნავ მეტი - 2 451 ტონა ოქრო აქვს. უმეტესი ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ოქროს რეზერვები სახელმწიფოს საკუთრებაა და რესურსს ცენტრალური ბანკები მართავენ, იტალიის ოქრო რომის საცავებში, შვეიცარიის ეროვნულ ბანკში და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკში ინახება.

5) საფრანგეთი: 2 436 ტონა

საფრანგეთი 2 436 ტონა ოქროს ფლობს. სავარაუდოდ, მათი უმეტესობა, 1950-იან და 1960-იან წლებში იქნა შეძენილი. ამბობენ, რომ ოქროს უმეტესი ნაწილი პარიზის ბანკის სარდაფებში ინახება.

6) რუსეთი: 2 298 ტონა

რუსეთმა ბოლო წლებში ოქროს მარაგების გასაზრდელად 40 მილიარდი დოლარი დახარჯა რეიტინგში ჩინეთს გაუსწრო. ამ გადაწყვეტილებით რუსეთი აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას აქვს მილიარდი დოლარის ოქროს მომპოვებელი ინდუსტრია, რაც ნიშნავს, რომ ლითონებით მდიდარი ქვეყანასი იმპორტს ნაკლებად დაეყრდნობა.

7) ჩინეთი: 1 948 ტონა

ჩინეთის რეზერვები შეიცავს 1 948 ტონა ოქროს. ქვეყანა ოქროს უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც გლობალური ოქროს წარმოების 12% -ს შეადგენს.

8) შვეიცარია: 1 040 ტონა

შვეიცარია 1 040 ტონა ოქროს ფლობს. უმეტესობა ინგლისისა და კანადის ბანკებში ინახება.

9) იაპონია: 765,2 ტონა

იაპონიაში 765,2 ტონა ოქროა. ოქროს ბოლოდროინდელმა ძიებამ დადებითი შედეგი გამოიღო და იაპონიას ახლა ამ მარაგების კიდევ უფრო განვითარების იმედი აქვს.

10) თურქეთი: 716,3 ტონა

2017-2019 წლებში თურქეთის ოქრომ იკლო და მარაგი 495.6 ტონიდან 293.6 ტონაზე ჩამოვიდა. მაგრამ ქვეყანა ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად ყიდულობდა ძვირფას ლითონს და ახლა იგი 716,3 ტონას ფლობს. ითვლება, რომ ოქრო თურქეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 9000 წელს აღმოაჩინეს.

ყველაზე წარმატებული ათეულის გარდა, გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელი ქვეყანა რამდენ ტონა ოქროს ფლობს:

11) ინდოეთი: 676,6 ტონა

12) ნიდერლანდები: 612,5 ტონა

13) ევროპის ცენტრალური ბანკი: 504,8 ტონა

14) ტაივანი: 423,6 ტონა

15) ყაზახეთი: 387,9 ტონა

16) პორტუგალია: 382,5 ტონა

17) უზბეკეთი: 332,5 ტონა

18) საუდის არაბეთი: 323,1 ტონა

19) გაერთიანებული სამეფო: 310,3 ტონა

20) ლიბანი: 286.8 ტონა

21) ესპანეთი: 281,6 ტონა

22) ავსტრია: 280 ტონა

23) პოლონეთი: 228,7 ტონა

24) ბელგია: 227,4 ტონა

25) ფილიპინები: 188,8 ტონა

26) ალჟირი: 173,6 ტონა

27) ვენესუელა: 161,2 ტონა

28) ტაილანდი: 154 ტონა

29) სინგაპური: 127,4 ტონა

30) შვედეთი: 125,7 ტონა

წყარო - lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი