მედია - რუსეთმა Austrian Airlines-ს ვენა-მოსკოვის რეისის ალტერნატიული მარშუტით განხორციელების ნებართვა მისცა, რომელიც ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლას ითვალისწინებს

რუსეთმა ავსტრიულ ავიაკომპანია Austrian Airlines-ს ვენა-მოსკოვის რეისის ალტერნატიული მარშუტით განხორციელების ნებართვა მისცა, რომელიც ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლას ითვალისწინებს, - ამის შესახებ Austrian Airlines-ის წარმომადგენელმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა.

„რუსეთის ხელისუფლებამ Austrian Airlines-ს ვენა-მოსკოვის რეისის ალტერნატიული მარშუტით განხორციელების ნებართვა მისცა, რომელიც ბელარუსის საჰაერო სივრცეზე არ გადის. დღეს Austrian Airlines-ს ვენა-მოსკოვი და მოსკოვი-ვენა, OS 601/602 რეისის განხორციელება დაგეგმილისსამებრ შეუძლია,“- განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Austrian Airlines-ის ვენა-მოსკოვის რეისი გაუქმდა, რადგან, რუსეთის ხელისუფლებამ არ დაამტკიცა თვითმფრინავის მარშრუტის ცვლილება, რაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლას გულისხმობდა.