სატელეფონო აპარატები 2021 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში ხვდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 53,206 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლიურად სატელეფონო აპარატების იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, გასული წლის იანვარ-აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი - 50,660 მლნ აშშ დოლარი იყო.
სატელეფონო აპარატების იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2021 წლის 1-ელ 4 თვეში ქვეყანაში 14,173 მლნ დოლარის აპარატი შემოვიდა; მას მოსდევს ჰონგ-კონგი - 8,318 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზეა - ჩეხეთი - 7,507 მლნ აშშ დოლარის იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჩინეთი და ნიდერლანდი იკავებენ, საიდანაც იმპორტმა შესაბამისად, 2,965 მლნ და 1,219 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.