ჩეხეთის საგარეო უწყების პროგნოზით, რუსეთი სანქციების შედეგებს, მთლიანობაში, 2015 წლის ბოლოს შეიგრძნობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი სანქციების შედეგებს მთლიანობაში 2015 წლის ბოლოსთვის შეიგრძნობს.

"თუმცა, მოსკოვის საქციელში ცვლილებას უკრაინასთან მიმართებაში უნდა ველოდოთ დროის უფრო ხანგრძლივ მონაკვეთში. ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება არსებულ ვითარებაში რუსეთში რუბლის კურსის ვარდნა, კაპიტალის გადინება და ფინანსურ ბაზრებზე შეზღუდული წვდომაა. ნავთობზე ფასის კლებას სინერგეტიკულ ეფექტამდე მივყავართ, რაც რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს", - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე წვდომის აკრძალვა რუსეთში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების შეჩერებას ან შეფერხებას გამოიწვევს.