სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამებისთვის 26.9 მილიონი დოლარია გათვალისწინებული, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმღები საქართველოა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამების დასაფინანსებლად ევროპისა და ევრაზიისთვის 26.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დახმარების პრიორიტეტული მიმღებები არიან: საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი და თურქეთი.

„საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამები აძლიერებს რეგიონალურ უსაფრთხოებას და ურთიერთქმედებას აშშ-ის, ნატო-ს და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს უწყობს, რომ იმ ერებს, რომლებიც შეერთებული შტატების გვერდით მოქმედებენ, ჰყავდეთ ოფიცრები, რომლებსაც ესმით აშშ-ის სამხედრო დოქტრინა და ოპერატიული ტაქტიკა,“- აღნიშნულია დოკუმენტში.