პირველად, 1991 წლის შემდეგ, შტატებმა  ირანული ნავთობი მიიღო

1991 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად, მიმდინარე წლის მარტში, შტატებში ირანის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ საუბარია ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს მასალებში.

ბოლოს ირანიდან შტატებში 64 ათასი ბარელის ექსპორტი 1991 წლის ნოემბერში განხორციელდა, ახლა კი 33 ათასი ბარელის ექსპორტი მოხდა.

თებერვალთან შედარებით შტატებში ნავთობის ექსპორტი 1,8-ჯერ გაზარდა რუსეთმაც, რომელმაც 22,94 მლნ ბარელის ნავთობის ექსპორტი მოახდინა. შედეგად კი ის გადავიდა მეორე ადგილზე შტატებში ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის კანადის შემდეგ, რომელმაც 139,87 მლნ ბარელის ექსპორტი განახორციელა აშშ-ში. მესამე ადგილზე იყო მექსიკა 17,62 მლნ ბარელით.

სულ შტატებში 179,4 მლნ ბარელის ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რაც თებერვალთან შედარებით, 22,9 მილიონი ბარელით მეტია.

კოკა კვირკველია