მსოფლიოში საქონლით ვაჭრობა, გასული წლის მეორე კვარტალში პანდემიის გამო მკვეთრი ვარდნის შემდეგ, 2021 წელს დინამიურ ზრდას განაგრძობს. ამის შესახებ საუბარია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის საქონლით ვაჭრობის მდგომარეობის ინდექსი 100 ბალიან სისტემაში 109,7 პუნქტს შეადგენს.
როგორც მსო-ში აცხადებენ, ეს მაჩვენებელი (ვაჭრობის ბარომეტრი) ასახავს ტენდენციებს გლობალურ კომერციაში. 109,7 პუნქტი, რომელიც დაფიქსირდა მაისში, მთელი 10 პუნქტით მაღალია საბაზისო ხაზზე. ეს კი მოწმობს, თუ „რამდენად ძლიერია ამჟამინდელი აღდგენა და ამავდროულად შარშანდელი შოკის სიღრმე“.
კვლევის ავტორები ასევე მიანიშნებენ იმაზე, რომ ახლა გამოქვეყნებული პუნქტები ჯამში, ესადაგება მათ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც, შარშანდელი 5,3%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს მსოფლიოში საქონლით ვაჭრობა 58%-ით გაიზრდება.