საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 757 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 300 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.86 %.