რას წარმოადგენს “ნამახვანჰესის“ ინვესტორი ENKA და რა პროექტები აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

1957 წელს თურქეთში დაარსებული, სამოქალაქო ინჟინერიის კომპანია ENKA საქართველოში “ნამახვანჰესის“ სახით მეორე პროექტს ახორციელებს. 2014-2019 წლებში ამერიკულ პარტნიორ კომპანიასთან, Bechtel-თან ერთად British Petroleum-ის კონტრაქტორი იყო და სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში იღებდა მონაწილეობას.

რა არის ცნობილი თურქული კომპანიის შესახებ, რომლიც გარშემოც დღეს ყველასთვის ცნობილი სკანდალური პროცესები მიმდინარეობს?

ENKA -ს სათაო ოფისი მდებარეობს სტამბოლში. კომპანია 1957 წელს დაფუძნდა. მისი დამფუნებლები იყვნენ შარიკ ტარა და სადი გულჩელიკი. დღეს კომპანიია დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არის შარიკ ტარას შვილი, მეჰმედ სინან ტარა.

ENKA ახორციელებს სამშენებლო და საინჟინრო მომსახურებას შვილობილი კომპანიების მეშვეობით, დაახლოებით 30 ქვეყანაში. გარდა დიზაინისა და მშენებლობისა, მის საქმიანობაში შედის ენერგია, უძრავი ქონება, ვაჭრობა და წარმოება.

ENKA -ს პროექტებში დაახლოებით 200,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიამ დაასრულა 500-მდე პროექტი 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ალბანეთში, ალჟირში, კამერუნში, ყაზახეთში, ლიბიაში, ნიდერლანდებში, ნეპალში, ომანში, რუმინეთში, რუსეთში, საუდის არაბეთში, სიერა ლეონეს, ტაჯიკეთსა და უკრაინაში. კომპანია ოპერირებს მსოფლიოს 64 ქვეყანაში.

2017 წელს, Forbes- ის Global 2000- ში: მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლებს შორის ENKA -მ 270-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ENKA სტამბოლის ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა: მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ENKA-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის 790-მეგავატიანი თბოსადგური ნიდერლანდებში, 4000 მგვტ სიმძლავრის მქონე სამი ელექტროსადგური თურქეთში და სხვა ენერგოობიექტები თურქეთში, რუსეთში, ერაყსა და ლიბიაში. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 21,000 მეგავატს აღემატება.

კომპანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორია სხვადასხვა ქვეყანაში ახალი საელჩოების მშენებლობაში. ENKA იყო ჩართული აშშ-ის 26 საელჩოს მშენებლობაში, მათ შორის - თურქეთში, მექსიკაში, ჰოლანდიაში, კენიაში, საბერძნეთსა და ბაჰამის კუნძულებზე.

რაც შეეხება “ნამახვანჰესის“ პროექტს, თურქული კომპანია 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. ENKA ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელია.

ჰესების კასკადი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი იქნება. 433-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს.

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო მიზნად ისახავს ელექტროენერგიის გამჭვირვალე საბალანსო ბაზრის განვითარებას 2020 წლისთვის.

ნამახვანის ჰესის კასკადის პროექტი მოიცავს ორ ცალკეულ ჰესს მდინარე რიონზე: ქვედა ნამახვანის ჰესი (333 მგვტ) და ზედა ნამახვანის ჰესი (100 მგვტ). გარდა ამისა, მოხდება დაახლოებით 30 კმ გზის გადატანა, რომელიც წყალსაცავით დაიტბორება.“ - ვკითხულობთ ENKA -ს ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული პროექტის შესახებ.

თეონა რამაზაშვილი