ისლანდიაში, დიზაინერმა ვალდის შრეინარსდოტირმა ტანსაცმლის დასამზადებლად საკმაოდ უჩვეულო გზა გამონახა. დიზაინერმა ტანისაცმლის ახალი კოლექცია მთლიანად ჟელესგან დაამზადა.
შრეინარსდოტირმა ტანსაცმლის შესაქმნელად ჟელატინისა და აგარ-აგარის ნაზავი გამოიყენა და სპეციალურ ფორმებში ჩაასხა. ტანსაცმლის გაშრობას და საბოლოო სახის მიღებას 24 საათი დასჭირდა.
დიზაინერმა უჩვეულო ტანსაცმელი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში DesignMarch-ის ფესტივალზე წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდით დამზადებული ტანსაცმელი გარკვეული დროის შემდეგ გამოუსადეგარი ხდება, თუმცა მისი გადადნობა და ახალ ფორმებში ჩასხმა შესაძლებელია.
„ტანსაცმელი საკმაოდ მდგრადია და დიდხანს სძლებს. თუმცა თუ ის დაზიანდება, მისი გადაგების ნაცვლად, გადადნობა და ახალი ტანსიამოსის შექმნაა შესაძლებელი“- აღნიშნავს ვალდის შრეინარსდოტირი.
როგორც თავად დიზაინერი აცხადებს, მისი მიზანია მსოფლიოს აჩვენოს, რომ ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების დამზადება ალტერნატიული გზებითაც შეიძლება. ამასთან, მისი თქმით, ადამიანებმა ერთხელ გამოყენებული ნივთები თავიდან უნდა მოიხმარონ, რათა რესურსები დავზოგოთ.