Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2630 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2700 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 28 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2779 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9922 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.