მეტროსადგურ „გოცირიძიდან“ „დიდუბემდე“ დროებითი ავტობუსის მარშრუტი დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნული სადგურიდან მეტროსადგურ დიდუბემდე (ზედა სადგური) მგზავრებს №169 ავტობუსი მოემსახურება.
№169 ავტობუსის მარშრუტი დროებითია და იფუნქციონირებს „გოცირიძის“ გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით. ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს დილის 07:00 საათზე და დაასრულებს 22:30 საათზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.