არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ! გამოაღეთ მაცივრის კარი... შემდეგ შეიგრძენით 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა - ოთარ აბესაძე

"არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ!" - ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს.

აღნიშნულით ის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მშპ-სა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" ოთარ აბესაძის პოსტს უცვლელად გთვაზობთ:

"არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ! - საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის აპრილში გვაქვს 44.8%-იანი მშპ-ს ზრდა. ასევე, 2021 წლის იანვარი - აპრილი 8.1%-ანი ეკონომიკის ზრდა. ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით გახარებენ და არ დაიჯეროთ‼️ რეალურად ეს მონაცემი არის შედარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ანუ პანდემიის დასაწყისთან და სრულ ლოკდაუნთან, როდესაც ეკონომიკური ვარდნა გვქონდა 16.9 %‼️ საბაზისო (შესადარებელი პერიოდი) უნდა იყოს 2019 წელი, რომელთან შედარებითაც:

1. მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა 40%-ით.

2. სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა დამატებით 70 000 ადამიანზე მეტი.

3. მოსახლეობას შეუმცირდა შემოსავალი საშუალოდ 30%-ით.

4. ლარი გაუფასურების რეკორდზე გავიდა.

5. სამომხმარებლო კალათაზე, სურსათზე, საწვავზე და ძირითად მომსახურებასა და საქონელზე ფასებმა მოიმატა საშუალოდ 40%-ით.

P.S. არ დაუჯეროთ არავის, გამოაღეთ მაცივრის კარი, გადაავლეთ თვალი უახლოეს სუპერმარკეტში სურსათის ფასებს, გადათვალეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენი შემოსავალი, დააკვირდით საწვავის და ვალუტის კურსის ტაბლოებს და შემდეგ შეიგრძენით 44.6% - იანი ეკონომიკური ზრდა",- წერს აბესაძე.

ნინი ქეთელაური