დღეიდან, 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად იხსნება და მათ საშუალება ექნებათ, სტუმრებს დახურულ სივრცეშიც გაუმასპინძლდნენ. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მიუხედავად ამისა, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი აკრძალვის შემდეგ, კვების ობიექტებმა მუშაობა 15 თებერვალს განაახლეს, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში. მოგვიანებით, 8 მარტიდან გაიხსნა დახურული სივრცეებც. ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირის აკრძალვა.