კომპანია ”რედკო” 50 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

დეველოპერული კომპანია ”რედკო” 2015 წელს 50 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ამის შესახებ ტელეკომპანია მაესტროს გასდაცემა ”საქმიან დილაში” ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, როგორც კომპანიის დირექტორმა ”საქმიან დილას” განუცხადა, აღნიშნული თანხა, ძირითადად გუდაურში, ბაკურიანსა და ბათუმში სასტუმროებისა და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას მოხმარდება. რაც შეეხება გუდაურში ”რედკოს” უკვე არსებულ სასტუმროებს, აქ სეზონზე ადგილების 60 % უკვე დაჯავშნულია.