მიმოქცევაში გაშვებული იქნება 15 დასახელების 37 საფოსტო მარკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება 15 დასახელების 37 საფოსტო მარკა.

ახალი საფოსტო მარკების თემატიკა მრავალფეროვანია - ისინი ეძღვნება საქართველოს დიდ მეფეებს, საქართველოს გამორჩეული მოღვაწეების - ექვთიმე თაყაიშვილის და გიორგი ერისთავის საიუბილეო თარიღებს, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, საფოსტო დარგს და ა.შ. საფოსტო მარკების ესკიზები მოამზადა და მათი ტიპოგრაფიული ბეჭდვა განახორციელა შპს „საქართველოს ფოსტამ“.