გაჩერებული/შეჩერებული პროექტების სია ბევრია.... თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყანა, სჯობს, აწი! დაისვენოთ - ბოჭორიშვილი გახარიას

თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყნის განვითარება ... ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ. ჯობია დაისვენოთ, აწი! - ასე მიმართავს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ყოფილ პრემიერს და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას.

ქეთი ბოჭორიშვილი გახარიას მედიასთან შეხვედრას ეხმაურება.

„ვუსმენ გიორგი გახარიას... არა, ვიტყუები ვერც ვუსმენ ... ვკითხულობ მის კომენტარებს და კვლავ ამ კითხვის დასმა მინდა... გთხოვთ, გამახსენოთ/ შემახსენოთ ერთი განხორციელებული პროექტი, მოზიდული ინვესტიცია, ინიციატივა ... ან უბრალოდ იდეა, რომელიც ეკუთვნის აწ უკვე ყოფილ ეკონომიკის მინისტრს/შსს მინისტრს/ და ბოლოს პრემიერ-მინისტრს, ჯამში, 8 წლის განმავლობაში... ცოტა დრო არ არის... გაჩერებული/შეჩერებული პროექტების სია დიდია.... არქივი არსებობს...

ანაკლიის პორტი, ,,აწარმოე საქართველოში” პროგრამის ახალი კომპონენტები, მათ შორის ,,გადაიღე საქართველოში” ორწლიანი რედიზაინი ანუ იგივე გაჩერება, ბიზნესსახლი (არა, გიორგი, ეს იდეა თქვენი არ იყო, თუმცა თქვენ ნამდვილად გააჩერეთ), არსებულ ინვესტორებთან მილიონობით გადაუჭრელი საკითხი და შეჩერებული ინვესტიციები (კარგად ჩანს FDI სტატისტიკაში, არათუ ახალი ინვესტორი არ გვყავს, რაოდენობრივად თითქმის განახევრდა უცხოური ინვესტიციები საქართველოში), საზღვრიდან მიბრუნებული ტურისტები, გაჩერებული პრივატიზაცია, მთლიანად ქვეყნის ჩაკეტვა - პანდემიის მართვის სახელით ... რეფორმებზე არც მაქვს საუბარი...ცოტა ხნის წინ ვისურვე “from reformer to performer, let us have both in this decade” - თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყნის განვითარება ... ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ. სჯობს, დაისვენოთ აწი!“, - წერს ქეთი ბოჭორიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.