„საქსტატის“ მუშაობის საკითხი პარლამენტის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს,“ - ამის შესახებ, პარლამენტის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მომდინარე წლის აპრილში ეკონომიკა გაიზარდა თითქმის 45 პროცენტით. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მშპ-ს ვარდნისა 2020 წლის შესაბამის თვეში, ეს მაჩვენებელი მეტია 21 პროცენტით 2019 წელთან შედარებითაც. ეს ანომალიური მოვლენაა და საჭიროებს დეტალურ განმარტებას. პირველ რიგში გასარკვევია, რამდენად სწორად იყო გაანგარიშებული ე.წ. მშპ-ს დეფლატორი, ანუ ის კოეფიციენტი, რომელიც ამცირებს მას ინფლაციის გამო.
სტატისტიკის სამსახური მთელი ერთი წლის განმავლობაში მანიპულირებდა ინფლაციის ზომის დადგენისას. ბევრ სხვა კითხვაზეა ასევე პასუხი გასაცემი. ტურიზმისა და მომსახურების სფეროს სრული კოლაფსის პირობებში მსგავსი შედეგები არარეალურია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუშაობის საკითხი პარლამენტის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს,“-წერს გოცირიძე.