Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2530 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2530 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2575 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 31 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2688 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9843 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.